5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:50:25

ქუთაისში „თიბისი კონცეპტი“ საბავშვო არქიტექტურულ მასტერკლასებს მასპინძლობს

By: Admin
2023-04-20 10:26:09
204

ქუთაისში "თიბისი კონცეპტი" საბავშვო არქიტექტურულ მასტერკლასებზე გეპატიჟებათ. შეხვედრები 22 და 24 აპრილს გამოფენის „ „ლადო ალექსი-მესხიშვილი, არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე” ფარგლებში გაიმართება.

ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ შემეცნებით და გასართობ მასტერკლასს, სადაც თავად ააწყობენ ლადო ალექსი-მესხიშვილის მიერ დაპროექტებული შენობის სანატორიუმი „იმერეთის” სამგანზომილებიან მაკეტს.

მასტერკლასს უხელმძღვანელებენ VA[A]DS-ის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტები, ნიკა ცაგარეიშვილი და ვაჟა ჯაფარიძე, რომლებმაც ასევე იმუშავეს გამოფენაზე წარმოდგენილი მაკეტების შექმნაზე.

მასტერკლასი განკუთვნილია 9-14 წლის მოზარდებისთვის.

მასტერკლასები ჩატარდება ქუთაისში, "თიბისი ბანკის" ცენტრალურ ფილიალში, ი. გრიშაშვილის ქუჩის 26 ნომერში, მეორე სართულზე. 

შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია  www.conceptevents.ge -ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ დასწრებას.

Share