
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, 2023 წელს, ტყის აღდგენა 1500 ჰა ფართობზეა დაგეგმილი.
როგორც მინისტრმა პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებების მასშტაბების გაზრდის და სამუშაოებში საზოგადოების მაქსიმალურად ჩართვის უზრუნველსაყოფად, შემუშავდა მოხალისეობრივი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც, ფიზიკური და იურიდიული პირების მხარდაჭერით, იგეგმება ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელება და 2030 წლამდე, ჯამში, ტყის აღდგენის ღონისძიებები 15000 ჰა ფართობზე განხორციელდება.
შამუგის თქმით, კვლავ გამოწვევად რჩება ტყით უკანონო სარგებლობა.
„2023 წელს, ტყის დაცვის ფუნქციის გაძლიერების და სატყეო კანონმდებლობის შეუფერხებლად აღსრულების მიზნით, გაიზარდა ტყის მცველების რაოდენობა; დღეისათვის, ჯამში, საქართველოს ტყის რესურსების დაცვას 500 ტყის მცველი ემსახურება“, - განაცხადა მინისტრმა.
Share