
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე მინისტრებს იმპორტიორების დაბარება და "მიუღებელი" ფასების განხილვა დაავალა.
როგორც თავად ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, მან კონკურენციის სააგენტოს დაავალა შეეფასებინათ თუ რამდენად კეთილსინდისიერად და გონივრული მოგებით მუშაობდნენ იმპორტიორები, შედეგი კი, როგორც თავად აღნიშნავს, შემაშფოთებელი იყო, ვინაიდან ძირითადი პროდუქტები, როგორიცაა : ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი, შაქარი, მარილი ზეთი და ასე შემდეგ, საბითუმო ფასებზე 50,60,70,80 % ფასნამატით არის წარმოდგენილი.
ღარიბაშვილმა მინისტრებს საკითხის შესწავლისკენ მოუწოდა და გონივრული ვადა, ორი კვირა მისცა, რათა მათ სამოქმედო გეგმა წარადგინონ.
"რამდენიმე კვირის წინ დავავალე კონკურენციის სააგენტოს, სურათის პროდუქტების ფასების შესწავლა მაინტერესებდა, რამდენად კეთილსინდისიერად მუშაობენ იმპორტიორები და რამდენად გონივრული მოგებით მუშაობენ იმპორტიორები.
შედეგი მართლაც იყო შემაშფოთებელი: ძირითადი პროდუქტები დავამუშავებინე და აღმოჩნდა, რომ მაგალითად, ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი, შაქარი, მარილი, ზეთი იქნება თუ სხვა, საბითუმო ფასებზე დამატებული არის 70, 60, 50, 80%-ია ფასნამატი.
ამას ემატება შემდეგ უკვე საცალო ფასნამატი, მინიმუმ, 35-30% და გამოდის, რომ ჯამში ჩვენს მოსახლეობას უწევს 100%-იანი ფასნამატით პროდუქტების შეძენა, რაც რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
Share