ვალუტის კურსი

„კრედიტ სუისმა“ 2023 წლის პირველ სამ თვეში 61,2 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის აქტივები დაკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC შვეიცარული ბანკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც Credit Suisse-ის განცხადებაშია აღნიშნული, სიმდიდრის მართვის ფლაგმანურმა სამმართველომ დაინახა, რომ აქტივების რაოდენობა მარტის ბოლოს 502,5 მილიარდ ფრანკამდე შემცირდა, რაც თითქმის 29%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,
”ეს გადინება შემცირდა, მაგრამ ჯერ არ შეცვლილა 2023 წლის 24 აპრილის მდგომარეობით,” - აღნიშნულია განცხადებაში.
კლიენტებმა შვეიცარიული ბანკიდან აქტივების გატანა მას შემდეგ დაიწყეს, რაც აშშ-ში Silicon Valley Bank-ი და Signature Bank-ი გაკოტრდა. ამას კი ფინანსურ ბაზრებზე არეულობა მოჰყვა.
Share