
2023 წლის იანვარ-მარტის პერიოდში საქართველომ საწვავის 84% რუსეთისგან იყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის იანვარ-მარტის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 275 ათასი ტონა, რაც 17,8 ათასი ტონით ანუ 6,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
იანვარ-მარტის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 232,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 84,4%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 40,9 ათასი ტონა - 14,9%; თურქმენეთი - 1,2 ათასი ტონა - 0,4%; ბელარუსი - 0,7 ათასი ტონა - 0,2%; უკრაინა - 0,1 ათასი ტონა - 0,05%; ბულგარეთი - 0,1 ათასი ტონა - 0,05%.
Share