1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
20:56:38

აზერბაიჯანი მზად არის, რომ 2027 წლისთვის ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდება გააორმაგოს

By: Admin
2023-04-26 17:36:35
204

აზერბაიჯანი მზად არის, რომ 2027 წლისთვის ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდება გააორმაგოს, - ამის შესახებ ბულგარეთში ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი გაზს ამჟამად საქართველოს, თურქეთს, ბულგარეთსა და იტალიას აწვდის, ხოლო ამავე წელს რუმინეთში მიწოდების საკითხიც იგეგმება და იმ შემთხვევაში თუ გაზსადენი წარმატებით იმუშავებს, გაზს წლის ბოლომდე უნგრეთი და სლოვაკეთიც მიიღებს.

ამასთან ერთად, ილჰამ ალიევმა ბულგარეთის პრეზიდენტ რუმენ რადევთან ერთად სოფიაში სახელმწიფო ნავთობკომპანია Socar-ის ოფისიც გახსნა.

„ვიმედოვნებთ, რომ მომავალში გაზს არამხოლოდ 6, არამედ 10 ევროპულ სახელმწიფოს მივაწვდით,“ - აღნიშნა ალიევმა.

Share