3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:37:17

დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

By: Admin
2023-05-01 17:56:11
204

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე ტურისტულ გამოფენაში „ATM Dubai 2023“ მონაწილეობს. ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 52 ტურისტული კომპანია და სასტუმროა წარდგენილი, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ეს გამოფენა საქართველოს მორიგი წარმატება იქნება და ქვეყნის ცნობადობა უფრო გაიზრდება სპარსეთის ყურის ქვეყნებში, რაც შემდგომ ქვეყანაში ტურისტული ვიზიტების ზრდაზე აისახება.

„საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით საქართველო მონაწილეობს დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე. ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს საქართველოს სტენდს. დარწმუნებული ვარ, ეს გამოფენა იქნება მორიგი წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოს ცნობადობა უფრო გაიზრდება სპარსეთის ყურის ქვეყნებში და ეს დადებითად აისახება რეგიონიდან ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ვიზიტების ზრდაზე“,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

Share