1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
20:57:08

ტაშკენტი-თბილისის მიმართულებაზე ავიაკომპანია CENTRUM AIR-ი იწყებს ოპერირებას

By: Admin
2023-05-02 11:49:59
204

ტაშკენტი-თბილისის მიმართულებაზე კიდევ ერთი უზბეკური ავიაკომპანია CENTRUM AIR-ი იწყებს ოპერირებას. აღნიშნულ ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.

„ტავ ჯორჯიას“ ცნობით, პირდაპირ ჩარტერულ ავიარეისებს ავიაკომპანია 2023 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, 13 მაისიდან, კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს. 

საქართველოსა და უზბეკეთის დედაქალაქებს შორის რეგულარულ რეისებს დღეისათვის Uzbekistan Airlines-ი ასრულებს. ავიაკომპანია ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის მიმართულებით კვირაში სამჯერ დაფრინავს. 
 

Share