
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) თბილისი, საქართველო, 57-ე წლიური შეხვედრის მასპინძლად გამოაცხადა, ღონისძიება 2024 წლის 2-5 მაისამდე გაიმართება.
ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ADB-ის ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლებს.
ყოველწლიური შეხვედრა წარმოადგენს შესაძლებლობას ADB-ის მმართველებისთვის, განიხილონ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წინაშე მდგარი განვითარების საკითხები და გამოწვევები. ღონისძიებაში ყოველწლიურად მონაწილეობს რამდენიმე ათასი ადამიანი, მათ შორის ფინანსთა მინისტრები, ცენტრალური ბანკების მმართველები, მთავრობების მაღალი რანგის წევრები, კერძო სექტორის, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები, ახალგაზრდები და მედია.
„საქართველო რეგიონული ვაჭრობის აქტიური ჰაბია და უმნიშვნელოვანესი ხიდია აზიასა და ევროპას შორის. 2024 წლის ყოველწლიური შეხვედრა საქართველოს საშუალებას მისცემს, წარმოაჩინოს მისი მდიდარი მემკვიდრეობა და უზარმაზარი პოტენციალი“, - განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ მომავალი ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის ღონისძიებაზე.
Share