1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
11:35:22

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings“ „თიბისი ბანკის“ საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა

By: Admin
2023-05-08 15:48:24
204

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings" "თიბისი ბანკის" გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი „BB –''-დან „BB" დონემდე, ხოლო მდგრადობის რეიტინგი „bb-''დან „bb''- მდე გაზარდა. ამასთან, პროგნოზი კვლავ „სტაბილურ" ნიშნულზე  შენარჩუნდა.

„Fitch Ratings"-ის განცხადებით, "თიბისის" საკრედიტო რეიტინგის გაზრდა განპირობებულია ბანკის ძლიერი ფინანსური მაჩვენებლებით და ბიზნეს პროფილით, რაც დასტურდება "თიბისის" მაღალი მომგებიანობითა და ძლიერი კაპიტალის პოზიციით.

"ჩვენ ძალიან გვახარებს "თიბისის" საკრედიტო რეიტინგის გაზრდასთან დაკავშირებით „Fitch Rating"-ის გადაწყვეტილება. ეს სარეიტინგო გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს ბანკის ფუნდამენტურ ფინანსურ სიძლიერესა და რისკის მყარ პროფილს, რაც გამოხატულია აქტივების ჯანსაღი ხარისხით და მომგებიანობისა და კაპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებლებით", - განაცხადა "თიბისი ბანკის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

Share