-1.16 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
09:13:23

ახალი ფუნქციონალები „თიბისის“ ციფრულ ბანკში

By: Admin
2023-05-11 12:14:56
204

"თიბისი" ყოველდღიურად ზრუნავს მომხმარებლების ცხოვრების გამარტივებაზე, მუდმივად ნერგავს და ავითარებს ისეთ მნიშვნელოვან ფუნქციონალებს, როგორებიცაა: გადარიცხვები, მარტივი ინტერფეისი, მოქნილი პერსონალიზაცია და კიდევ მრავალი სხვა.

მაისში ციფრულ ბანკს კიდევ რამდენიმე ახალი ფუნქციონალი დაემატა, რომელიც საბანკო ოპერაციების დამოუკიდებლად შესრულებაში დაგეხმარება:

  • დააკოპირე ბარათის ნომერი მარტივად - ნებისმიერი ბარათის მონაცემებს  უკვე აპლიკაციიდან ნახავ და დააკოპირებ ბარათის ნომერს, პირდაპირ ჩემი პროდუქტების გვერდიდან.
  • შეამოწმე ოვერდრაფტის ლიმიტი - თუ ოვერდრაფტით სარგებლობ, ახლა უკვე ჩემი პროდუქტების გვერდიდან შეძლებ აკონტროლო ლიმიტიდან გამოყენებული და ხელმისაწვდომი თანხა.
  • განაახლე აპლიკაციის ვერსია - ციფრული ბანკიდან უკვე შესაძლებელია შეამოწმო და განაახლო აპლიკაციის ვერსია, თანაც პირდაპირ პარამეტრების გვერდიდან.
  • გააზიარე შენი IBAN QR კოდით - მეგობართან ანგარიშის ნომრის კიდევ უფრო მარტივად, დაკოპირების გარეშე გასაზიარებლად, ციფრულ ბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა. QR კოდს ჩემი ანგარიშების გვერდზე, გაზიარების ღილაკზე დაჭერით იპოვი.

ნახე ვიდეო: https://youtu.be/kximL9mPoLc

"თიბისი" განაგრძობს სხვადასხვა პროდუქტის და მომსახურების განვითარებას მომხმარებლების ცხოვრების გამარტივებისთვის. ციფრული ბანკის ახალი ფუნქციონალებით სარგებლობისთვის კი, არ დაგავიწყდეს აპლიკაციის განახლება.

Share