
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2023 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1%-ით, 4-დან 5%-მდე გაზარდა. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ჯონმა განაცხადა.
როგორც ჯონმა ეროვნულ ბანკში გამართულ ბრიფინგზე თქვა, 2024 წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება.
„2023 წელს ეკონომიკის ზრდა თავის პოტენციურ ტემპს, 5%-ზე მცირედით მაღალ მაჩვენებელს მოუახლოვდება, ინფლაცია კი, სებ-ის 3%-იან სამიზნე მაჩვენებელზე ქვემოთ შენარჩუნდება, რასაც სხვა ფაქტორებთან ერთად, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და პოზიტიური რეალური საპროცენტო განაკვეთები განაპირობებს.
საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდა პოტენციურ მაჩვენებელთან ახლოს იქნება, რასაც ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციები და გლობალური ეკონომიკური და ფინანსური პირობების მოსალოდნელი გაუმჯობესება შეუწყობს ხელს. 2024 წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება",- ამბობს საერთაშორისო სავალუტო ფონდს მისიის ხელმძღვანელი.
Share