1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-18  
11:44:10

დაუვიწყარი გამოცდილება „თიბისის“ მომხმარებლებისთვის - „თიბისი“ და VISA Imagine Dragons-ის კონცერტის მთავარი პარტნიორები არიან

By: Admin
2023-05-11 16:16:37
204

„თიბისის“ ნებისმიერი VISA ბარათის მფლობელებს უნიკალური შესაძლებლობა გაქვთ, ზაფხულის მთავარ მოვლენას, ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის - Imagine Dragons-ის კონცერტს, 20%-იანი ფასდაკლებით დაესწროთ. ბილეთების „თიბისი კონცეპტის“ და „თიბისი“ WM-ის VISA ბარათით შეძენის შემთხვევაში კი, 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.

„თიბისი“ და VISA Starring Georgia-ს ფარგლებში, Black Sea Arena-ზე დაგეგმილი ყველა კონცერტის მთავარი პარტნიორებიც არიან.

20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ ყველა, ვინც შეკვეთილში დაგეგმილ კონცერტებზე ბილეთებს „თიბისის“ ნებისმიერი VISA ბარათით შეიძენთ. „თიბისი კონცეპტისა“ და „თიბისი“ WM-ის VISA ბარათით კი, VIP, Orbit A და Orbit B კატეგორიის ბილეთებზე 30%-იანი ფასდაკლება ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების სერია 5 აგვისტოს აიღებს სტარტს:

  • 5 აგვისტო - NILE RODGERS & CHIC (Black Sea Arena)
  • 6 აგვისტო - FKJ (Black Sea Arena)
  • 10 აგვისტო - Damian Lazarus (The Social Space)
  • 15 აგვისტო - THE KILLERS (Black Sea Arena)
  • 18 აგვისტო - All Day I Dream (The Social Space)
  • 31 აგვისტო - Imagine Dragons (მიხეილ მესხის სტადიონი)

ბილეთების გაყიდვა დღეს - 11 მაისს დაიწყება - tkt.ge-ზე და Super app-ში.

Share