ვალუტის კურსი

საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2023 წლის აპრილის ჩათვლით - 44.11%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 5.62% შეადგინა.
ამის შესახებ ნათქვამია საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის აპრილის თვის ანგარიშში.
„2023 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 3.34 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 510 მილიონი ლარია“, - აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს ინფორმაციაში.
Share