2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:54:03

საქსტატი - აპრილში ევროკავშირის მეთოდოლოგიით ინფლაციის დათვლის შედეგი ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ ინფლაციაზე 0.4%-ით ნაკლები იყო

By: Admin
2023-05-12 12:01:55
204

ევროკავშირის მეთოდოლოგიით, 2023 წლის აპრილში ინფლაციამ 2.3 პროცენტი შეადგინა, რაც 0.4 პროცენტით ნაკლებია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 2.7-პროცენტიან ინფლაციაზე.

რაც შეეხება ცალკეულ კომპონენტებს, ევროკავშირის HICP მეთოდოლოგიით, პროცენტული ცვლილება 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 5.1%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 6.8%; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 1.5%; საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 9.2%; ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება – 6.1%; ჯანმრთელობის დაცვა – -8.2%; ტრანსპორტი – -13.7%; კავშირგაბმულობა – -3.0%; დასვენება, გართობა და კულტურა – 3.3%; განათლება – 7.0%; სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – 10.8%; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 11.3%.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინდიკატორის, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება 2022 წლიდან დაიწყო.

Share