4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:08:00

საქართველოში ბოსტნეულის საცალო ფასები 6%-ით შემცირდა

By: Admin
2023-05-12 15:23:45
204

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ბოსტნეულის საცალო ფასები საქართველოში, მიმდინარე წლის აპრილში მარტთან შედარებით, 6%-ით შემცირდა. 

შემდგომი შემცირება მაისშია მოსალოდნელი. როგორც east-fruit-ი წერს, ასეთი დინამიკა სეზონურ ცვლილებას უკავშირდება, რადგან წელიწადის ამ დროს ფასების კლების ტენდენციაა.

ბოსტნეულზე ფასების მითითებული კლება ბაზარზე მიწოდების ზრდას უკავშირდება. ამ ზრდის ნაწილი მოდის ადგილობრივ მწარმოებლებზე, ძირითადად პომიდვრისა და კიტრის მწარმოებლებზე.

საქართველოს ბაზარზე მიწოდების გაზრდაში მნიშვნელოვან როლს მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტიც თამაშობს.

ქართულ ბაზარზე სხვა მნიშვნელოვანმა ფაქტორებმაც იმოქმედა. საქართველოს ეროვნული ბანკის ყოველთვიური კვლევის მიხედვით, საქონლის ფასები და საერთაშორისო მიწოდების ხარჯები გლობალურად შემცირდა.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო დიდად არის დამოკიდებული იმპორტზე, ამ ორმა ფაქტორმა დიდი როლი ითამაშა ფასების, კერძოდ კი ბოსტნეულზე ფასების დაწევაში.

 

Share