1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
20:52:31

საქსტატი - იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 21.9%-ით გაიზარდა

By: Admin
2023-05-15 12:52:04
204

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 491.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 21.9 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 1 960.0 მლნ. აშშ დოლარი იყო - (გაიზარდა 23.5 პროცენტით), ხოლო იმპორტი 4 531.0 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 21.2 პროცენტით).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-აპრილში 2 571.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა,
რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6 პროცენტია.

Share