5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:52:55

ყვარლის ფულის მუზეუმში გამოფენა - „ქართული ფულის დამზადების ისტორია“ გაიხსნა

By: Admin
2023-05-18 17:26:44
204

მუზეუმის საერთაშორისო დღისა და დამოუკიდებლობის აღდგენის კვირეულის ფარგლებში, 2023 წლის 18 მაისიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი ქართული ფულის დამზადების ისტორიის შესახებ გამოფენას უმასპინძლებს.

სებ-ის ცნობით, მუზეუმში მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, 1919-1921 წლებში პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს, საქართველოში ფულის ნიშნების დამზადების ისტორიას გაეცნონ და შესაბამისი პერიოდის ფოტომასალაც დაათვალიერონ.

გამოფენა - "ქართული ფულის დამზადების  ისტორია" | 1919-1921, მიმდინარე წლის 29 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ყვარლის ფულის მუზეუმი (რუსთაველის #10) ვიზიტორებს ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 09:00-18:00 საათამდე მასპინძლობს.

Share