2.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
19:01:00

Red Wings-ი სოჭი-თბილისისა და მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით ფრენებს ივნისიდან იწყებს

By: Admin
2023-05-19 12:12:38
204

რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე ოპერირებას მიმდინარე წლის ივნისიდან იწყებს,- აღნიშნულის შესახებ განცხადებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ავიაკომპანია ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფება და მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით განხორციელდება.

„ავიაკომპანია Red Wings-ი თბილისისა და ქუთაისის მიმართულებებით იწყებს ოპერირებას.

მიმდინარე წლის ივნისიდან, ავიაკომპანია Red Wings-ი სოჭი - თბილისი - სოჭის და მოსკოვი - ქუთაისი - მოსკოვის საჰაერო ხაზებზე იწყებს ოპერირებას. ავიაკომპანია არ იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში.

Red Wings-ის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები სოჭი - თბილისი - სოჭის მიმართულებით მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს განხორციელდება. მოსკოვი - ქუთაისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე ჩარტერული ავიარეისები ასევე შესრულდება მიმდინარე წლის 2 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა  ავიაკომპანიას მიმდინარე წლის 18 მაისს მიანიჭა“,- აღნიშნულია განცხადებაში.

Share