4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:37:23

აუქციონზე 20 000 000 ლარის ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

სებ-ის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 49 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.300 პროცენტით, მაქსიმალური 7.340 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.338 პროცენტით განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ კუპონური საპროცენტო განაკვეთი 7.625 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.

Share