
ფრენკ ბენტონის სახელობის მეფუტკრეობის საერთაშორისო ასოციაცია, რომელიც 12 საფუტკრე მეურნეობას აერთიანებს, ცხოველთა ეროვნული იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის სისტემაში (NAITS) ჩაერთო. ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ასოციაციამ ხელი სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან მოაწერა.
თანამშრომლობა ითვალისწინებს ცხოველთა იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში ასოციაციის წევრი საფუტკრე მეურნეობების შესახებ ინფორმაციის კანონმდებლობის შესაბამისი სტანდარტებით განთავსებას (საქართველოს მთავრობის დადგენილება #505).
მემორანდუმის მიხედვით, მეფუტკრეობის საერთაშორისო ასოციაცია შეძლებს ელექტრონულ სისტემაში საკუთარი წევრი საფუტკრე მეურნეობების იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის პროცესის მართვას
ასევე, საფუტკრე მეურნეობებისთვის NAITS-ის რეგისტრაციის სერტიფიკატების მინიჭებას, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მეურნეობების მუშობის მაღალი ხარისხისა და პროფესიონალიზმის წარმოჩენაში სახელმწიფო, ფინანსურ თუ საერთაშორისო ინსტიტუციებთან ურთიერთობისას. აღნიშნული თანამშრომლობა პირველი მაგალითია, როცა NAITS-ში მეურნეობების ასოციაცია გაწევრიანდა.
Share