4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:53:02

საქართველოსა და რუმინეთის საავიაციო ხელისუფლებების პირველმა პირებმა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხები განიხილეს

By: Admin
2023-05-24 10:34:03
204

საქართველოსა და რუმინეთის საავიაციო ხელისუფლებების პირველმა პირებმა ორმხრივი თანამშრომლობის და ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხები განიხილეს.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უწყებებს შორის სხვადასხვა ტექნიკური მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

"გამოითქვა ორი ქვეყნის სპეციალისტების მიერ დაგროვილი ცოდნისა და სამუშაო გამოცდილების ურთიერთგაზიარების, ასევე საერთო ინტერესების მქონე საკითხებზე კოორდინაციის გაუმჯობესების მზადყოფნა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და რუმინეთს შორის ფრენების განახლების შესაძლებლობები და შეთანხმდნენ, რომ ავიაკომპანიების კომერციული დაინტერესების შემთხვევაში მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს მათ საავიაციო ბაზრებზე დაშვებას",- ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Share