ვალუტის კურსი

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში, პრაიმკლასის ლაუნჯი გაიხსნა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ახალი სივრცე ბათუმში ჩამომფრენ მგზავრებს მაღალი კლასის სერვისებს შესთავაზებს.
ლაუნჯი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ და თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ, TAV Operation Services-ის წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.
Share