4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:36:02

დავითაშვილი - სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმამდეა დასული

By: Admin
2023-05-29 13:05:35
204

სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმამდეა დასული,- ასე გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას.

როგორც დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, 2012 წელთან შედარებით, სიღარიბეს თავი დააღწია ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა.

"დღეს საქსტატმა გამოაქვეყნა მონაცემები სიღარიბის დონის შესახებ. სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმამდეა დასული. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში სიღარიბე აღმოვფხვერით, რა თქმა უნდა. ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ არის სიღარიბის ზღვარს ქვევით, მაგრამ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იყო 2022 წლის განმავლობაში, რაც ერთ-ერთი პირდაპირი შედეგია ეკონომიკური ზრდის",- განაცხადა დავითაშვილმა.

Share