4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:51:16

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ კანოში ცვლილებების თაობაზე იმსჯელა

By: Admin
2023-05-29 15:50:04
204

მთავრობის  საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ"  კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა კომიტეტს  ცვლილებების  არსი და მათი განხორციელების მიზნები გააცნო.

"მისი თქმით, კანონპროექტის მიღებით ერთიან სატრანსპორტო სისტემაში მოექცევა შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტი. ასევე, განისაზღვრება შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის ტექნიკური მარეგულირებელი ორგანო.

შემუშავდება და დამტკიცდება საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესები.  ეს ყოველივე კი უზრუნველყოფს საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ნაოსნობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტს და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტს",- ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

Share