4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
12:51:17

ეროვნული ბანკი - აპრილში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 243 მილიონი ლარით შემცირდა

By: Admin
2023-05-29 17:36:33
204

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის აპრილის ბოლოსათვის 43.09 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 242.96 მლნ ლარით, ანუ 0.56%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშშია აღნიშნული.

ცენტრალური ბანკის ცნობით, აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 367.11 მლნ ლარით, ანუ 2.18%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 610.07 მლნ ლარით, ანუ 2.31%-ით შემცირდა.

სებ-ის ანგარიშის მიხედვით, აპრილში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.57% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 11.41%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 1.08%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა – 79.83%, ხოლო ევროს წილმა 18.28% შეადგინა.

Share