4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:37:54

ახალციხემ დასაქმების პირველ ფორუმს უმასპინძლა

By: Admin
2023-06-01 12:44:21
204

ახალციხემ დასაქმების პირველ  ფორუმს უმასპინძლა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა, გაცნობოდა 400-მდე ვაკანსიას.

უწყების ინფორმაციით, ვაკანტური ადგილები წარმოდგენილია ისეთ სფეროებში, როგორიცაა საცალო ვაჭრობა, სასტუმრო ინდუსტრია, წარმოება, საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტები და ა.შ. 

"დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, დასაქმების ფორუმები მუდმივად ტარდება თბილისსა და რეგიონებში. ფორუმების მიზანია სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა ურთიერთდაკავშირება და მოქალაქეების ეკონომიკური გაძლიერება. 

ფორუმის პარალელურად, დღეს ახალციხეში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის-ცენტრი გაიხსნა. მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, ეწვიონ ახალციხის ადგილობრივ ოფისს და გაეცნონ აქტიურ ვაკანსიებს ან ჩაერთონ პროფესიული სწავლების სხვადასხვა პროგრამებში.  

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ნინო ველთაური რეგიონის ადგილობრივი ბიზნეს-სექტორის, თვიმმართველობის  და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდა და მათ სააგენტოს სერვისებისა და პროგრამების  შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 

ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს,სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდული მეწარმეობა  სოფლის განვითარებისთვის’’  ორგანიზებით ჩატარდა.

ახალციხის შემდეგ, დასაქმების ფორუმს უკვე კახეთი უმასპინძლებს",- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

Share