3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:29:10

დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანიების, „ჯეიპიმორგანისა და „დოიჩე ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

პირველი ვიცე-პრემიერ,  ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანიების, „ჯეიპიმორგანისა და „დოიჩე ბანკის“ წარმომადგენლებს შეხვდა. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომპანიები საზღვარგარეთ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვების და ქვეყნის მიმართ დახმარების მიმართულებით გამოხატეს ინტერესი. 

"საქართველოს სტაბილური მაკროეკონომიკური მაჩვენებელებიდან გამომდინარე, კომპანიებმა „ჯეიპიმორგანმა და „დოიჩე ბანკმა" გამოხატეს ინტერესი საქართველოს საფონდო ინსტრუმენტების განვითარების, ასევე, საზღვარგარეთ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვების და ქვეყნის მიმართ დახმარების მიმართულებით. აღნიშნული ინტერესი, თავისთავად, ნიშნავს  საერთაშორისო ინვესტორების ნდობას როგორც საქართველოს ეკონომიკის, ისე საქართველოს ეროვნული ვალუტის მიმართ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.     

შეხვედრები საქართველოს დელეგაციასთან აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.

(NS)

Share