4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:39:02

ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი გაიხსნა

By: Admin
2023-06-05 09:39:08
204

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი გაიხსნა. აჭარის მთავრობის ცნობით, „ანბანის კოშკის" მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.

მათივე ინფორმაციით, სანაპიროზე ფრანების შოუ მოეწყობა, ასევე ჩატარდა ველო-მარათონი, ტურისტებისთვის მოწყობილია ღია კაფეები, ბაზრობები, სადაც მეწარმეები მისულ სტუმრებს საკუთარ პროდუქციას სთავაზობენ

"წელს პირველად ზაფხულის ფესტივალი ორდღიანია და ტრადიციულზე ადრე, 3 ივნისს გაიხსნა. ფესტივალის  პირველი დღე გრანდიოზული კონცერტით გაიხსნა. ზაფხულის ტურისტული სეზონი ბათუმში ნუცა ბუზალაძის შესრულებით გაიხსნა. ზაფხულის ფესტივალში მონაწილეობდნენ მუსიკალური ჯგუფები Loudspeakers, Monster Lobsters.  

წელს აჭარა 4 მილიონზე-ზე მეტ ვიზიტორს ელოდება. ადგილობრივი და საერთაშორისო ვიზიტორების მისაღებად რეგიონი მზადაა.

2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა აჭარაში გაორმაგებულია. შესაბამისად ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები გაზრდილია 102%- ით. გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა ბათუმის აეროპორტშიც. არსებული მონაცემებით ივნისში დაგეგმილი საერთაშორისო მიმართულებებით ფრენების რაოდენობა შეადგენს 360 სიხშირეს, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 42 %-ით.

ბათუმი, როგორც საერთაშორისო ფესტივალების ქალაქი, წელს სპორტული, კულტურული, ტურისტული ღონისძიების ცენტრი იქნება.  ბათუმში დაგეგმილია ისეთი მნიშვნელოვანი და საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებები, როგორიცაა უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების გალა ღონისძიება. ასევე, აღსანიშნავია, რომ ბათუმის სტადიონი მსოფლიო დაჯილდოებაში იღებს მონაწილეობას, სადაც საუკეთესო საჯარო შენობების კატეგორიაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს",- ნათქვამია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.

Share