3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:32:10

საქსტატი - აპრილში საქართველოში მშენებლობა გაიაფდა

By: Admin
2023-06-06 12:54:33
204

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის აპრილში მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 1.0 პროცენტით შემცირდა.

საქსტატის ცნობით, აღნიშნული ცვლილება ძირითადად განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 0.6-პროცენტიანი შემცირებით, რამაც -0.4 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში, თუმცა, უწყების მონაცემებით, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 5.5 პროცენტით გაიზარდა.

ინდექსის ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 4.2-პროცენტიანი ზრდით, რამაც 2.27 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

Share