3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:35:02

ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

By: Admin
2023-06-06 15:25:17
204

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) აღმასრულებელ დირექტორს, ფილიპ როუზს (Philip Rose) შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

„მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობა.

 ყურადღება დაეთმო 2024 წლის მაისში, თბილისში ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის  ორგანიზაციულ საკითხებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

Share