ვალუტის კურსი

ზუგდიდმა სულუგუნის ფესტივალს უმასპინძლა. USDA-SQIL პროექტის ფარგლებში, ფესტივალი დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.
ზუგდიდის მერიის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სულუგუნის გაწელვის სახალისო შეჯიბრი და გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც მონაწილე კომპანიების მიერ დაწესებული პრიზები გადაეცათ.
ფესტივალზე ყველაზე გრძელი სულუგუნი გაწელეს და მისმა სიგრძემ 8 მეტრი შეადგინა.
USDA-SQIL პროექტს ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია Land O’Lakes Venture37, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ფინანსური მხარდაჭერით.
Share