
გადავწყვიტეთ, საქართველოში ავტომობილებისთვის ევრო-5-ის სტანდარტი შემოვიღოთ, რაც ნიშნავს იმას, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის ძალაში 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევა.
"ჩვენ უკვე დიდი ხანია, რამდენიმე წელია დავაწესეთ სტანდარტი საწვაზე და ევრო-5 სტანდარტის საწვავი შემოდის საქართველოში. დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რაც დარჩა, ეს არის ჰაერის დაბინძურება, რაც დაკავშირებულია ძალიან ბევრი გაუმართავ ავტომობილთან. ჩვენ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანაში ატომობილებისთვის ევრო-5 სტანდარტი შემოვიღოთ, რაც ნიშნავს იმას, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება.
რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის უნდა შევიდეს ძალაში 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლის 1-ელი იანვრიდან.
აღნიშნული თარიღებიდან ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება ევრო-5 სტანდარტზე ცუდი ხარისხის ავტომობილი. მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება ქვეყანაში უკვე არსებულ ავტომობილებს",- განაცხადა ღარიბაშვილმა.
Share