4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:02:24

საქსტატის წინასწარი შეფასებით, იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18.9%-ით გაიზარდა

By: Admin
2023-06-13 11:59:25
204

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 360.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18.9 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 2 500.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 18.5 პროცენტით), ხოლო იმპორტი 5 859.7 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 19.1 პროცენტით). 

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-მაისში 3 359.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2 პროცენტია.

Share