3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:27:52

ჯიღაურაში მეგრული და გურული ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა

By: Admin
2023-06-14 14:08:41
204

 სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების საცდელ სადემონსტრაციო ბაზაზე მეგრული და გურული ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების დეგუსტაცია  გაიმართა.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ცნობით, ღონისძიებას ცენტრის მევენახეობა-მეღვინეობის კვლევის სამსახურის უფროსი, დავით ჩიჩუა უძღვებოდა. 

"სადეგუსტაციო შემადგენლობას ღვინის კლუბის წარმომადგენლები და მევენახეობა-მეღვინეობის სტუდენტები წარმოადგენდნენ.

სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო მიკროვინიფიკაციის ბაზაზე დამზადებული 22 საკვლევი თეთრი და წითელი ნიმუში, რომლებიც, კომისიამ მათი ფერის, გემოვნური თვისებების და ქიმიური მახასიათებლების მიხედვით შეაფასა.

განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს ჯიშებმა: ჭვიტილური, კუნძა, ჯანი, კამური, პანეში, კოლოში.

აღსანიშნავია, რომ ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების პოპულარიზაციასა და სამრეწველო ბაზარზე მათი დაბრუნების მიზნით,  სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში მუდმივად მიმდინარეობს სამუშაო დეგუსტაციები",- ნათქვამია სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინფორმაციაში.

Share