3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:33:24

საქართველოში ვენახების ერთიანი კადასტრი შეიქმნება

By: Admin
2023-06-15 14:03:15
204

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 76 ხმით მიიღო „ვაზისა და ღვინის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოში ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნისა და ორგანიზების საკითხს სამართლებრივად დაარეგულირებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, კანონში ცვლილებები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ხარისხის და კონკურენტუნარიანობის გაზრდას მსოფლიო ღვინის ბაზარზე და უზრუნველყოფს რთვლის პროცესის გამჭვირვალედ ჩატარებას.

Share