3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:36:01

დიმიტრი ქუმსიშვილი და კობა გვენეტაძე სსფ-ში გერმანიის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდში გერმანიის აღმასრულებელ დირექტორ სტეფან მაიერს შეხვდნენ.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი წარიმართა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე, ეკონომიკური პარამეტრებისა და მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების თაობაზე.

უწყების ცნობით, განსაკუთრებული ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ პროგრამა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარეობს, საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან რეფორმების გეგმას ეფუძნება, რაც საქართველოსთვის უპრეცედენტო ფაქტია.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.

სავალუტო ფონდის აღმასრულებელ  დირექტორთა საბჭოს წევრები უკვე მიმდინარე წლის ნოემბერში მონაწილეობას მიიღებენ სხდომაში, სადაც საქართველოსთვის სავალუტო ფონდთან შეთანხმებას განიხილავენ. შედეგად, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდება პროგრამის მეორე ტრანში 30 მლნ ესდეერის (42.3 მლნ აშშ დოლარის) ოდენობით.

 

(NS)

Share