3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:28:49

დიმიტრი ქუმსიშვილი და კობა გვენეტაძე EBRD-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე EBRD-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

შეხვედრაზე კაპიტალის ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. შეხვედრა აშშ-ში, ქალაქ ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე განხილული იყო კაპიტალის ბაზრის განვითარების სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე საკითხები. აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც ცოტა ხნის წინ შემუშავდა, რამდენიმე პრიორიტეტული პუნქტის განხორციელებას ითვალისწინებს. მათ შორისაა, საკანონმდებლო და ტექნიკური ბაზის სრულყოფა იმ პერიოდისთვის, როდესაც საქართველოში ამოქმედდება საპენსიო რეფორმა. გარდა ამისა, უკვე მომავალი წლის დასაწყისიდან ძალაში შევა დეპოზიტების დაზღვევის სისტემა.

ასევე, მხარეებმა განიხილეს საქართველოს კაპიტალის ბაზარი. ყურადღება გამახვილდა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც აუცილებელია აღნიშნული ბაზრის რეფორმირებისთვის.

ქართულმა მხარემ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან აღნიშნული რეფორმის კუთხით თანამშრომლობაზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ მისი განვითარება უმნიშვნელოვანესია ალტერნატიული ფინანსური წყაროების შესაქმნელად.

(NS)

Share