4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:37:40

საქართველოს ფინანსთა მინისტრი გერმანიის ფინანსთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

By: Admin
2023-06-20 22:29:33
204

საქართველოს ფინანსთა მინისტრი გერმანიის ფინანსთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის სამთავრობო მოლაპარაკებების ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა გერმანიის ფინანსთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, ლუიზ ჰოლშერს.

"შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი პარტნიორობის საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის სფეროები. 

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს სხვადასხვა სექტორში გერმანიის მთავრობის მიერ გაწეულ მხარდაჭერას და გამოთქვეს იმედი, რომ ეს პარტნიორობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლევან იზორია", - ნათქვამია განცხადებაში.

Share