1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
21:03:48

სექტემბერში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 24.2%-ით გაიზარდა

By: Admin
2018-09-07 12:44:56
204

სექტემბერში, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 124.4 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 306.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე 24.2%-ით (24.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ სექტემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის სექტემბერში მთელი ფულადი გზავნილების 93.2 პროცენტი მოდიოდა.

სებ-ის ცნობით, 2017 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.0 მილიონი აშშ დოლარი (46.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.3 მილიონი აშშ დოლარისა (35.4 მლნ ლარისა) გასული წლის სექტემბერში.

Share