4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:09:34

საქართველოს მიმართულებით ოპერირებას ახალი ავიაკომპანია Cyprus Airways-ი იწყებს

By: Admin
2023-06-22 15:44:25
204

კვიპროსის რესპუბლიკაში დაფუძნებული ავიაკომპანია Cyprus Airways-ი ლარნაკა - თბილისი - ლარნაკას საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს. აღნიშნულ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ლარნაკასა და თბილისს შორის ფრენები მიმდინარე წლის 2 ივლისიდან შესრულდება. ავიარეისები განხორციელდება ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და კვირას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Cyprus Airways-ს აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 21 ივნისს მიანიჭა.

Share