ვალუტის კურსი

ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა, ევროსთან კი, მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4826 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4808 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0018 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.9305 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.9326 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0021 ლარი შეადგინა.
Share