4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
13:08:01

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ბიზნესსექტორს შეხვდა

By: Admin
2023-06-27 12:43:06
204

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი საქართველოში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა.

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდგომ გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერთან და ეკონომიკის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრთან, ლაშა ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან, ნათია თურნავასთან და გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან.

Share