1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
21:01:58

SOLO მომხმარებლები King David-ის მრავალფუნქციურ კომპლექსში განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

SOLO და King David-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, SOLO მომხმარებლები, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ კომპლექსში ბინის შეძენისას ფასდაკლებითა და იპოთეკურ სესხზე განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ.

სპეციალურად SOLO მომხმარებელს, აქვს უნიკალური შესაძლებლობა King David-ში საცხოვრებელი ბინა განსაკუთრებული ფასდაკლებით შეიძინოს და 6 თვის განმავლობაში საჩუქრად მიიღოს ბინისა და საყოფაცხოვრებო ნივთების (ავეჯი, ტექნიკა და სხვ.), ასევე დაზღვევის პაკეტი სადაზღვევო კომპანია „ალდაგისგან“.

King David-ის ცათამბჯენი, ქართველი და გერმანელი არქიტექტორების მიერ დაპროექტებული კომპლექსია, რომელიც წარმოადგენს უნიკალურ სივრცეს წარმატებული და საქმიანი ადამიანებისათვის; ეს არის ადგილი, სადაც ბიზნეს საქმიანობისთვის, გართობისთვისა და განტვირთვისთვის ყველა პირობაა შექმნილი. King David-ის პროექტში განთავსებულია ლობი, ბარი, მისაღები, ივენთჰოლი, კაფეტერია, სპა, ფიტნესცენტრი, 28 მეტრის სიგრძის აუზი, 1 500 კვ.მ-ის ბაღი ღია ტერასაზე, A კლასის ბიზნეს ცენტრი, საკონფერენციო დარბაზი, სასტუმროს ნომრები და 32-ე სართულზე 5-ვარსკვლავიანი Roof-top რესტორანი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.SOLO.ge

(R)

Share