5.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
14:54:34

პარლამენტმა „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

By: Admin
2023-06-29 15:46:42
204

პარლამენტმა 76 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო „სამრეწველო ემისიების შესახებ" კანონპროექტი თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტთან ერთად.

კანონპროექტი მიზნად ისახავს სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალში და მიწაში ემისიების პრევენციას ან სადაც ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, ემისიების შემცირებას და კონტროლს, ასევე ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას.

კანონპროექტი განსაზღვრავს დაბინძურების გამომწვევი სამრეწველო საქმიანობებისთვის ინტეგრირებული ნებართვის გაცემის წესს, პირობებს და ამ პირობების შესრულების კონტროლს, ასევე სახელმწიფო ორგანოებისა და ფიზიკური თუ იურიდიული პირების უფლებებსა და მოვალეობებს.

კანონპროექტით ასევე, წესრიგდება ინტეგრირებული ნებართვის გაცემასთან, მონიტორინგთან, კონტროლთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები.

Share