ვალუტის კურსი

ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4839 ლარი ეღირება, დღემდე მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4826 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0013 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში მცირედით კიდევ გამყარდა. 1 ევრო ხვალ, 2.9223 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.9305 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0082 ლარი შეადგინა.
Share