3.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
18:37:34

სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყიდება

By: Admin
2023-07-06 15:46:28
204

სოფლის განვითარების სააგენტო, სახელმწიფო პროგრამების მეშვეობითა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ავითარებს ლურჯი მოცვის წარმოებას. დაფინანსებულია 2,500 ჰექტარზე მეტ ფართობზე ლურჯი მოცვის გაშენება. Usaid-ის ექსპორტის საბაზრო კავშირების გენერირების პროგრამასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია ის, რომ სახელმწიფო პროგრამების დაფინანსებით გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავალი გერმანიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იყიდება,- აღნიშნულის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით წითლიძემ განაცხადა.

ექსპორტის საბაზრო კავშირების გენერირების პროგრამის ფარგლებში, ლურჯი მოცვი გერმანიაში Rewe-ს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კერძოდ დუბაიში, Westzone-ის, Lulu-ს და Wemart-ის სუპერმარკეტებში იყიდება.

ექსპორტის საბაზრო კავშირების გენერირების პროგრამას, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა სოფლის განვითარების სააგენტოსთან და სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ ერთად ახორციელებს.

Share