4.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
16:37:10

ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა, ევროსთან კი, მცირედით გამყარდა

By: Admin
2020-12-01 20:54:01
204

ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.4844 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.4839 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში მცირედით კიდევ გამყარდა. 1 ევრო ხვალ, 2.9204 ლარი ეღირება, დღეს მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.9223 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა.

Share