1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
20:55:51

1-ელი მაისიდან დღემდე საქართველოდან 3 635 ტონა ატმის ექსპორტი განხორციელდა

By: Admin
2023-07-07 13:48:51
204

2023 წლის 1-ელი მაისიდან დღემდე საქართველოდან განხორციელდა 3 635 ტონა ატმის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 3.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ატმის მოცულობა 510 ტონით (16%), ხოლო ღირებულება - 460 ათასი აშშ დოლარით (13%) გაიზარდა.

მათივე ინფორმაციით, ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (3 136 ტონა), სომხეთი (480 ტონა) და ბელორუსში (20 ტონა).

 

Share