1.84 °C თბილისი, საქართველო | 2025-12-17  
21:02:46

m&i-ის ფორუმის მონაწილე ირმა კოდუა - ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს საქმიანი ტურიზმის განვითარებისთვის

By: Admin
2023-07-10 12:34:44
204

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართულ m&i გლობალურ საერთაშორისო ფორუმში ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ უცხოელ კოლეგებთან. საქმიანი ტურიზმის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური ფორუმის მნიშვნელობაზე საუბრობს Grata DMC-ის დამფუძნებელი წარმომადგენელი ირმა კოდუა. 

„ეს ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტურიზმის განვითარებისთვის. აქ ჩამოსულ საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს აინტერესებთ განსაკუთრებული ადგილები და განსაკუთრებული პროდუქტები,  რომლებიც შეუძლიათ თავიანთ კორპორაციულ ტურისტებს შესთავაზონ, რომელიც მაღალმხარჯვეუნარიანები არიან.  საქმიანი ტურიზმის განვითარებისთვის ამ ტიპის ღონისძიების ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან მონაწილეები უშუალოდ ეცნობიან ჩვენს ტურისტულ პოტენციალს, იღებენ გამოცდილებას და საქართველოს  მიმართულებას უფრო კარგად შესთავაზებენ თავიანთ მომხმარებელს“,- აცხადებს ფორუმის მოწილე ირმა კოდუა.  

საქმიანი ტურიზმის სფეროში მასშტაბური ფორუმი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა. 

ფორუმის მიზანია, საქართველოში მსხვილი  საერთაშორისო კონფერენციების,  კონგრესებისა და სხვა ტიპის ღონისძიებების ჩატარება. 

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
 

Share